ბორჯომის ცენტრში, მესხეთის ქუჩის N3-სა და N7-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება.
მთლიანად შეკეთდება ორივე ბინის გარე ფასადი,რაც ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის.
პროექტი, დღეს, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს.
https://cdn.knightlab.com/libs/juxtapose/latest/embed/index.html?uid=95005452-f71c-11ea-bf88-a15b6c7adf9a – გადადით მითითებულ ლინკზე, ამოძრავეთ კურსორი და შეადარეთ არსებული ტერიტორია პროექტით გათვალისწინებულ ზონას
შეგახსენებთ,რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების განახლების პროცესი, ქალაქის მასშტაბით, მომავალშიც გაგრძელდება.