3 სექტემბერს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალის სიახლეებისა და პროგრამის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.
პროგრამის პრეზენტაციის გარდა, პრესკონფერენციაზე საუბარი იქნება ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაზე, კინოჩვენებების ლოკაციებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე. წელს ფესტივალი ბათუმში 13-20 სექტემბერს ჩატარდება.
მის: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა #4