აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა დავით ძალამიძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან,დავით ზაალიშვილთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება და არსებული გამოწვევები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ დავით ძალამიძე კომპაქტურად მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათის დახმარება გაუწია.