ბორჯომში ერთი კვირის მანძილზე კლასიკური მუსიკის საღამოებს მართავდა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ინსტრუმენტალური ტრიო.
მათ შეასრულეს კლასიკური მუსიკის როგორც ქართული, ასევე -,უცხოური ნაწარმოებები.
ღონისძიება, ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობდა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ინსტრუმენტალური ტრიო 3 მუსიკოსს აერთიანებს: ვიოლინო – ქეთევან თავშალაძე, ფლეიტა – ია ბახტაძე, ფორტეპიანო – მაია ჯინჭველაშვილი კონცერტები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარეობდა.