„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დაბა წაღვერში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, საფეხმავლო ხიდის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის პერესსამსახურიდან გვაცნობეს, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოაჯირი, დამცავი კედელი, კიბეები, ფეხით სავალი ნაწილი, რკინა-ბეტონის ბურჯები და პანდუსი.
მათი ინფორმაციით, საფეხმავლო ხიდის მოწყობით სამუშაოებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.