20 ივლისს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. სამცხე-ჯავახეთის ორ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი იბრძოლებენ. მმართველმა პარტიამ ნინოწმინდა-ახალქალაქში სამველ მანუკიანი დაასახელა, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომში კი ანტონ ობოლაშვილი.
სამველ მანუკლიანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ის პარლამენტის წევრი მმართველი პარტიის სიით გახდა.
ბიზნესმენ ანტონ ობოლაშვილს, ადიგენის მერიამ 2019 წელს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.
მმართველმა პარტიამ კანდიდატების წარდგენისთანავე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. სხვა პატიებს კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.